“ლურჯი ნაკადულის დღე”


  • 22 მარტს მთელი მსოფლიო აღნიშნავს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც “ლურჯი ნაკადულის დღე”.

ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპლიტეტის მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა მდინარეების, ნაკადულების, ღელეების, წყალსაწრეტი არხების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, ქალაქში ასევე 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიწმინდა მდინარეების ჩხოუშის, სინწის, კუჩხობონის, ჯუმის, ენგურის, უმპიას, აგრეთვე სხვადასხვა ნაკადულების კალაპოტები და მათი მიმდებარე ტერიტორიები და ასევე ანაკლია-განმუხურის ზღვის სანაპირო ზოლი.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ირაკლი ქოჩუამ, ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მუშა-მოსამსახურეებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!