- უკრაინის სახმელეთო ძალების ინფორმაციით, მათ ლუგანსკში რუსეთის 5 თვითმფრინავისა და ერთი ვერტმფრენის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ძალების ტელეგრამის გვერდზეა ნათქვამი.
„დღეს, 5:00 საათზე რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალებმა აღმოსავლეთში ჩვენი ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, ასევე მიიტანეს სარაკეტო – დაბომბვითი იერიშები აეროდრომებზე ბორისპოლში, ოზერნოში, კულბაკინოში, ჩუგუევაში, კრამატორსკში, ჩერნობაევკაში. ისინი ასევე თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხედრო ობიექტებს. ამასთანავე, აგრესორმა დაიწყო უკრაინის ტერიტორიასა და დასახლებულ პუნქტებზე საარტილერიო თავდასხმა, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ,“ – ნათქვამია უკრაინის შეირაღებული ძალების განცხადებაში.