- საქართველოს უნივერისტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ წარმომადგენლობაში ლიტერატურის კვირეული დაიწყო. კვირეულის ფარგლებში, 7-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება ლიტერატურულ-შემოქმედებითი შეხვედრები, საღამოები.
დღეს კახათის #2 საჯარო სკოლის ლიტერატურული კლუბის “კარცერ ლუქსი” -ს წევრები და მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალიატთა კლუბის “სარკმელი“-ს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე ყმაწვილებმა საყვარელი წიგნები მოიტანეს და რჩეულ პერსონაჟებზე ისაუბრეს. “კარცერ ლუქსისა და სარკმელის სულისჩამდგმელებმა კი თანამშრომლობის გზები და შესაძლებლობები განიხილეს.
მაია ღუბელაძე– საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენელი: “ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ჩვენ ვუმასპინძლეთ ნიჭიერ, ლიტერატურის მოყვარულ ახალგაზრდებს, მათ ხელმძღვანელებსა და მხარდამჭერებს. დავაკავშირეთ ისინი. ერთმანეთს ჩვენი გეგმები გავუზიარეთ. შეხვედრის ბოლოს, უნივერსიტეტის სახელით, სიმბოლური საჩუქრები გადავეცით ლიტერატურის სიყვარულით გაერთიანებულ, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. ჩვენ კვირეულის ფარგლებში კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი დავგეგმეთ-ხვალ შექსპირის დღე გვაქვს-წარმომადგენლობაში ქალბატონ ნანა კიკალიშვილს ACCESS-ელებთან ერთად ველოდებით, შექსპირის სონეტებს ინგლისურად წავიკითხავთ, 8 მაისს ჩვენი სტუმარი, პოეტი მარიამ თორია იქნება, 10 მაისს კი, ურთას საჯარო სკოლას და ბიბლიოთეკას ვუმასპინძლებთ. ჩვენი კვირეული ღიაა ლიტერატურის მოყვარულთათვის”.