ლიდერთა სახლი დღემდე თერთმეტ ქალაქში ფუნქციონირებდა, დღეიდან კი უკვე ზუგდიდშიც იქნება,- დღეს, იუსტიციის სახლის ბაზაზე პროგრამა „ლიდერთა სახლის“ პრეზენტაცია გაიმართა. ,,ლიდერთა სახლი” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროექტია, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა და ცნობიერების ამაღლებაა სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში ახალგაზრდების ჩართულობის გზით.