ლია გუგუჩია, მუნიციპალიტეტში, მყარი ნარჩენების, აღრიცხვისა და ანალიზის სამსახურზე


  • მყარი ნარჩენების, აღრიცხვისა და ანალიზის სამსახური, რომელიც “ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” ფუნქციონირებს, ხელმძღვანელობს ქალაქში და მუნიციპალიტეტის სასოფლო ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ნარჩენების მართვის, აღრიცხვისა და ანალიზის საკითხებს, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისა და მყარი ნარჩენების მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებლების გაუმჯობესებას.  „ზუგდიდელებთან“ საუბრობს, სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლია გუგუჩია.

ლია გუგუჩია: – როგორც იცით, ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ ძირითადი მისიაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის მაღალი სტანდარტების დანერგვა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობისა და ეკოსისტემის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისი ოპერირების სისტემის შექმნა და განხორციელება. ცენტრის შიგნით, სწორედ ამ სისტემის სწორად წარმართვისათვის, აღრიცხვისა და ანალიზისთვის შეიქმნა მყარი ნარჩენების, აღრიცხვისა და ანალიზის სამსახური, სადაც დასაქმებულია 2 მთავარი და 8 წამყვანი სპეციალისტი. ისინი, მთელი წლის განმავლობაში, უზრუნველყოფენ ნარჩენების რაოდენობის მიღება-ორგანიზებას (მონაცემების შეგროვება – დამუშავება – ანალიზს).

„ზუგდიდდასუფთავების  ცენტრი“ აწესრიგებს ნარჩენების შეგროვება-დასუფთავებით საქმიანობას მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. აღსანიშნავია, რომ მომსახურების სერვისი მიეწოდება მუნიციპალიტეტის ქალაქში 475 ქუჩაზე მცხოვრებ 13 113 ოჯახს, ანუ ქალაქის 100% – და 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ 16 385 კომლს, ანუ სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 90 %-ს.

 – ქალბატონო ლია, როგორ აწარმოებს სამსახური მყარი ნარჩენების აღრიცხვას?

-დაგროვილი მყარი ნარჩენები (როგორც იურიდიული, საჯარო და მოსახლეობიდან) ცენტრის სპეც.ტექნიკით, დახურული და ღია ტიპის მანქანებით, გადაგვაქვს ნაგავსაყრელში, რომელიც მდებარეობს სოფელ ცაცხვში. ყოველი თვის დასაწყისში, ხდება ჩვენი სამსახურის მიერ გაზიდული მყარი ნარჩენების აღრიცხვა. გასულ წელს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაზიდულ იქნა, 30 144 ტონა ნარჩენი. ყოველდღიურად, ნაგავსაყრელში გაიზიდებოდა 82, 5 ტონა. მათ შორის ქალაქის ტერიტორიიდან 21 998 ტონა, ხოლო სასოფლო ტერიტორიული ერთეულებიდან 8 144 ტონა. ზუგდიდელებმა იციან, რომ მყარი ნარჩენების შეგროვების პარალელურად, ჩვენი სამსახური ეწევა დაგროვილი მუყაოსა და ქაღალდის რაოდენობის ოპერატიულ აღრიცხვას, რომელიც ცენტრის მუყაოსა და ქაღალდის სეპარირებისთვის განკუთვნილ საამქროში იყრის თავს. იქ ხდება მისი დაპრესვა. შემდგომ კი, აუქციონზე იყიდება. წლიური (2024 წელი) შედეგით, გამოშვებულია და სასაქონლო სახე მიეცა 254 ტონა მუყაოს და ქაღალდს, რომლის რეალიზაციაზე გამოცხადებულ იქნა აუქციონი და გაყიდულ იქნა, 240 ტონა, რომლის შედეგად არ გადაიყარა 14 224 მ3 მასა. აღნიშნული მასის რეალიზაციით ადგილობრივი ბიუჯეტი შეივსო 109,1 ათასი ლარით.

თქვენი სამსახურის კომპეტენციაშია ნაგავშემკრები კონტეინერების აღრიცხვაც.

-დიახ, ჩვენი სამსახური აღრიცხავს დასუფთავებისთვის საჭირო მთავარ ატრიბუტს, ნაგავშემკრები კონტეინერების რაოდენობას ყოველი წლის ბოლოს. ქალაქის ცენტრის 13 უბანში, განთავსებულია 4303 ერთეული სხვადასხვა მოცულობის კონტეინერი. 48 სასოფლო ტერიტორიულ ერთეულში კი, რომელიც დაყოფილია 19 უბნად, განთავსებულია 1248 ერთეული ნაგავშემკრები. ე. ი. სულ 2551 ერთეული ურნა. მასში შედის მუყაოსა და ქაღალდის სეპარირებისთვის განკუთვნილი 1,1 მ3 მოცულობის 171 ცალი ცისფერი კონტეინერი.

ურნების განთავსების (დისლოკაციის) მაჩვენებლებისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის დახმარებით შექმნილია ელექტრონული რუქა, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეც დანიშნულების კოდები. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ელექტრონულად დავაკვირდეთ მათ.

“ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ მოქმედებს ტრანსპორტის  მუშაობის ელექტრონული  GPS კონტროლის სისტემა. ამ სისტემის მეშვეობით ოპერატორის მიერ ხორციელდება კონტროლი ნაგავმზიდების გადაადგილებაზე, დაგეგმილი მარშუტების შესრულებაზე, საწვავის ხარჯვაზე, ავტომობილების მოძრაობის სიჩქარეზე, დაგეგმილ უბანზე მისვლაზე, მათი გაჩერების სიხშირეზე და ა.შ.

როგორც ვიცი, ცენტრში, პლასტმასის სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ანალოგიური პროგრამის დაწყებაა დაგეგმილი…

– “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” 2022-2027 წლების სამოქმედო გეგმით, პლასტმასის სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ანალოგიური პროგრამის დაწყება 2025 წელსაა დაგეგმილი. ეს დიდი წინსვლაა გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში და იმავდროულად, ჩნდება შესაძლებლობა ადგილობრივმა ბიუჯეტმა მიიღოს შემოსავლის დამატებითი წყარო.

რაც შეეხება დასუფთავების მოსაკრებელს…

-„ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ მიერ გაწეული მომსახურებით, ყოველი იურიდიული პირი და მოსახლეობა ვალდებულია გადაიხადოს დასუფთავების მოსაკრებელი, რომელიც ერთიანი სახაზინო კოდით 300823189 ირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მოსაკრებლის ამოღების კრებსითი მაჩვენებლით, ბაზის დამუშავებას მერიის ეკონომიკის, შემოსავლების სამსახურის დაუწყებით ვაკეთებთ ყოველთვიურ შედეგებს. ცენტრში არსებულ კონტროლიორთა ჯგუფთან ერთად, როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტერიტორიაზე, გავდივართ დადგენილი განრიგის შესაბამისად და ვაუწყებთ იურიდიულ პირებს, ასევე მოსახლეობას, მოსაკრებლის დროული გადახდის შესახებ. მომსახურების მოსაკრებლიდან, ადგილობრივ ბიუჯეტში, 2024 წელს მიღებულ იქნა 735,2 ათასი ლარი.

-“ზუგდიდიდასუფთავების ცენტრში” ზედამხედველობის მობილურ ჯგუფზეც გვესაუბრეთ…

– ზედამხედველობის მობილური ჯგუფი ახორციელებს მონიტორინგს მყარი ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე. ამ ჯგუფის მიერ, 2024-ში, დაჯარიმებულ იქნა 242 ფიზიკური პირი (თანხა  21040 ლარი).

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!