ლექსი ალფორდიმ ყველა ქვეყანაში იმოგზაურა და გინესის რეკორდი მოხსნა. ის 21 წლისაა, წარმოშობით ამერიკელია, მან 2016 წელს გადაწყვიტა, მსოფლიოს თითოეული ქვეყანა მოენახულებინა და მოეხსნა გინესის რეკორდი.
ალფორდი დამწყებ მოგზაურებს, რამდენიმე რჩევასაც აძლევს: “ყველაფერი შესაძლებელია, ნუ გაფლანგავთ მოგზაურობისას ფულს არასაჭირო ნივთებზე, დაზოგეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა მსხვერპლსაც მოითხოვს. მსოფლიოში ნამდვილად უფრო მეტი კარგი და პოზიტიურია, ვიდრე ცუდი. თითოეული ქვეყნის მონახულების შემდეგ სწავლობ ახალ დეტალებს ცხოვრების შესახებ, მაგრამ ყველაზე მთავარი რჩევაა, ყველამ დაიჯეროს, რომ შეუძლებელი არაფერია”, – ამბობს 21 წლის მოგზაური გოგო.