ლაშა გოგია საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადადგა


რამდენიმე წუთის წინ, საკრებულოს მიმდინარე სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ ლაშა გოგიამ ანგარიში ჩააბარა საკრებულოს, სადაც ისაუბრა მისი მუშაობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე. მან მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისთვის და თანამშრომლობისთვის მთავრობას, მერიას, გუბერნიას და დეპუტატებს და თანამდებობა დატოვა. 

იქვე, ლაშა გოგიამ ასევე აღნიშნა, რომ შემოსულია საკრებულოში 26 წევრის განცხადება, ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით. წარდგენილია ერთადერთი კანდიდატი – მაიზერ ნანავა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლაშა გოგია თავმჯდომარეობდა. გოგია მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს 8 ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!