ანაკლიაში გაუჩინარებული გოგიტა ბიგვავას მშობლები, დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას შეხვდნენ. ქალბატონმა ცინარა აბულაძემ “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ გამგებელს მათთვის კონკრეტულად არაფერი უთქვამს, მაგრამ შეჰპირდა მისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებოდა.
“დღეს, მე და ჩემს მეუღლეს შეგვხვდა ბატონი ლაშა გოგია. დასაიმედებელი არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის გვითხრა, რომ თუ უახლოეს ხანებში, ზუგდიდში ჩამოვიდოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი, ხელს შეგივიწყობდა მასთან შეხვედრაში”.