ლალი ცირდავა პროტესტს აგრძელებს


გუშიან გვიან ღამით, ლალი ცირდავას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია და თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია. ისინი გარდაცვლილის შვილს საქმის შესწავლას და მოგვარებას დაპირდნენ.

„მე ვგეგმავდი ამ დილით, მიცვალებულის დასვენებას მერიის წინ, მაგრამ გუშინ, ჩემთან იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე. დამპირდნენ ყველაფერს მოგიგვარებთო და ამიტომ გადავფიქრე მიცვალებულის გადასვენება. დამიბარეს დღეს დილის მათთან, საკრებულოში, მივსულიყავი. 10 საათზე ჩვეულებრივად მივედი, მითხრეს, დაელოდეო, ოთახშიც შემიყვანეს, ერთი საათი მალოდინეს და უპასუხოდ დამტოვეს. სალაპარაკოდ არავინ გამოსულა, რა მექნა, ავდექი და ჩემს მიცვალებულთან წამოვედი სახლში.“- უთხრა „ზუგდიდელებს“ ლალი ცირდავამ.  გარდაცვლილის შვილი ამბობს, დღის ბოლომდე დაელოდება საკრებულოს პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ დილით, მიცვალებულს დაასვენებს მერიის წინ.

ლალი ცირდავამ, გარდაცვლილი დედა ციალა ჯოჯუა შაბათს არ დაკრძალა. უკვე მეორე წელია ის ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს დაეხმაროს კონკრეტული ფართის დაკანონებაში, რომელიც რეალურად, როგორ ამბობს, დედამისს ეკუთვნის. აწ უკვე გარდაცვლილი ციალა ჯოჯუა,  პროტესტით ნიშნად, სხვადასხვა დროს, სამჯერ შიმშილობდა გამგეობისა და მერიის შენობების წინ ფართის დროულად დაკანონების მოთხოვნით. ლალი ცირდავა ამბობს, რომ არ დაკრძალავს მიცვალებულს მანამ, სანამ არ დაუკანონებენ ფართს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!