- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კორონავირუსისგან პირველმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დღეს, ინფექციური საავადმყოფო დატოვა.
“ის სახლში 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში დარჩება”-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
მამაკაცს, 25 მარტს, კორონავირუსი დაუდგინდა. მას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.