- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი მომატებული კოვიდ ინფიცირების და პიკური სიტუაციის გამო, 15 თებერვლამდე, სპექტაკლების ჩვენებას წყვეტს.
“15 თებერვლის შემდეგ გამოქვეყნდება სპექტაკლების განრიგი. შეგახსენებთ, რომ ამჟამად რეპერტუარში შედის 9 სპექტაკლი, ყველა ასაკის და თაობის მაყურებლისთვის (დაწყებული 0 ასაკის ბავშვებიდან) და თებერვალ-მარტში შემოგვემატება 2 ძალიან საინტერესო სპექტაკლი. გისურვებთ ჯანმრთელობას! ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.