კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 913 თბილისში, 296 აჭარაში, 337 კი იმერეთში დაფიქსირდა


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 1872 ახალი შემთხვევიდან თბილისში ინფექცია 913 პაციენტს დაუდასტურდა, იმერეთში 337-ს, ხოლო აჭარაში 296-ს.

“დღეს გამოვლენილი 1 872 შემთხვევიდან თბილისში არის – 913, აჭარაში – 296, იმერეთში – 337, ქვემო ქართლში – 89, შიდა ქართლში – 54, გურიაში – 32, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 90, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში – 30, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 7”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × two =

Akismet ანტისპამი