კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა


  • თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში, 277 თბილისში, ხოლო 198 იმერეთში გამოვლინდა.

“დღეისათვის ყველაზე მეტი შემთხვევა – 342 ისევ აჭარაშია. თბილისში ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეს ცოტათი შემცირდა და 277 შეადგინა. იმერეთში დაფიქსირდა 198 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, გურიაში – 11, შიდა ქართლში – 12, ქვემო ქართლში – 3, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე – ჯავახეთში – 3, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, ამჟამად გახლავთ 62 კოვიდინფიცირებული, უმეტესობის მდგომარეობა არის საშუალეზე მძიმე და მძიმეა, გვყავს კრიტიკული პაციენტებიც, მაგრამ ინვაზიურ მართვით სუნთქვაზე ამჟამად არ არიან, მიმდინარეობს მათზე მკურნალობა.”-განაცხადა მარინა ენდელაძემ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!