- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი 29 შემთხვევიდან, 2 საკონდიტრო „დონას“ კლასტერია, 5 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 რუსთავის „ავერსის“ კლინიკის კლასტერია , 1 პაციენტი გადმოყვანილია ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთი), 2 შემთხვევა იმპორტირებულია, 13 შემთხვევა ეპიდაფეთქების კერაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, ხოლო 5 შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა.