- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა.
“დაგვემატა 179 ახალი შემთხვევა და გვაქვს 2937 დადასტურებული შემთხვევა. 179 დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა არის 126, იმერეთი – 16, თბილისი – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი 7, მცხეთა – მთიანეთი -7, გურია – 4, კახეთი – 4. გამოჯანმრთელებულები მხოლოდ 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა, -განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემტხვევა დაფიქსირდა.