- ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის არის: 60 წლის ქალი აბაშის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც მკურნალობას თერჯოლის კოვიდ კლინიკაში გადიოდა.
70 წლის მამაკაცი,ზუგდიდის მცხოვრები. ის რუხის კლინიკაში მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების გამო, 15 აგვისტოს კატასტროფის ბრიგადას გადაჰყავდა თბილისში და გზაში გარდაიცვალა.
ასევე 70 წლის იყო სენაკელი ქალი, რომელიც კორონავირუსს ემსხვერპლა. პაციენტი მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა.
ასევე ბოლო 24 საათში რუხის საავადმყოფოში გარდაიცვალა 82 წლის პაციენტი, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული სამედიცინო დაწესებულებაში.