- ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილის საკარანტინო სივრცეში მკურნალობა დაიწყება.
“სამ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ამოქმედდება სასტუმროს მომსახურებით კარანტინში პაციენტების მკურნალობა. ბათუმში უკვე მიმდინარეობს საავადმყოფოდან პაციენტების სასტუმროში გადაყვანა. კლინიკურ ჯგუფთან ერთად განვსაზღვრეთ ის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ჩვენი ექიმები იხელმძღვანელებენ. შემდეგი მიდგომა იქნება, 65 წელზე ზევით პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც კოვიდ ინფექცია აქვთ დადასტურებული და ამავე დროს არ აქვთ არანაირი თანმხლები ქრონიკული დაავადება, უსიმპტომობის შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში. პირველ ეტაპზე სამი სასტუმროა გამოყოფილი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს. კოვიდინფიცირებულებისთვის არის 600 საწოლი საავადმყოფოებში, აქედან დატვირთულია 65%. არსებობს რესურსი, რომ იქ მოთავსებული პაციენტები გადავიყვანოთ სასტუმროებში. ბათუმში მოხდა გაფილტვრა და ბათუმში ჰოსპიტალებში მოთავსებული პაციენტების 15% დღეს გადავა სასტუმროში“,-განაცხადა მინისტრმა.