- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 92 პირის ბიოლოგიური მასალა შემოწმდა ახალ კორონავირუსზე. ყველა პასუხი უარყოფითია.
ამავე ინფორმაციით, გამოკვლეული 92 პირიდან 15 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო. სამი საკარანტინო სივრციდან, მათ შორის ერთი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან. 50 რეგიონის სამედიცინო პერსონალი და 24 ფოთის საბაჟოს გამშვები პუნქტის თანამშრომელი.
.