კონსტანტინე კაკავამ სტუდენტებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა გააცნო


  • ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ქადარიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და სტუდენტებს 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა გააცნო.

სტაჟირების პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო უწყებაში ანაზღაურებადი  სტაჟირების  8 ვაკანსიაზე   კონკურსი  გამოაცხადა.

იხილეთ ვაკანსიები:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სტაჟიორი: https://shorturl.at/D0ZLd

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის სტაჟიორი:  https://shorturl.at/zjr0n

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის და არქიტექტურის სამსახურის სტაჟიორი:   https://shorturl.at/h9tbD

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის  და მუნიციპალური სერვისების  სამსახურის სტაჟიორი:  https://shorturl.at/xLhAt

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის სტაჟიორი:  https://shorturl.at/Opl80

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სტაჟიორი:  https://rb.gy/f1f0sl

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სტაჟიორი: https://rb.gy/qhp79w

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურის სტაჟიორი:  https://rb.gy/y2f25s.

მერიის  გარდა, 3 ვაკანსიაა   შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში. 

კურსდამთავრებულთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად განხორციელდება – პირველ ეტაპი გულისხმობს განაცხადების მიღებასა და გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 20 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!