- საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ კომერციულ დაწესებულებებში მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება.
“მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს განსაკუთრებით ბათუმში. დღეს უწყებათაშორის საბჭოზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მასობრივი თერმოსკრინინგი განხორციელდება ინტენსიურად კომერციულ დაწესებულებებში, ასევე თერმოსკრინინგი იქნება ინტენსიური ბათუმში შემსვლელ და გამსვლელ მოქალაქეებზე, მოეწყობა სპეციალური პუნქტები, რაზეც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს. ის ადამიანები, ვისაც თერმოსკრინინგის შედეგად დაუდასტურდებათ ტემპერატურა, დაექვემდებარებიან ტესტირებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
იფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2758 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1412 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი. კარანტინში იმყოფება 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 836 პირი.