კიდევ ერთხელ ლეოპოლდ ძაძამიძის გამოფენაზე


  • უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე წარმოგიდგენთ საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ქართველი იმპრესიონისტის ლეოპოლდ ძაძამიძის ნამუშევართა გამოფენას.

მუზეუმი მადლობას უხდის და მეგობართა კლუბის მუდმივ წევრად აცხადებს გამოფენის ორგანიზატორებს: მურთაზ (პეტრე) უბერის ძმას ბატონ ნუგზარს, და-ძმა თამარ და პეტრე უბერებს.

“მათთან თანამშრომლობა პროფესიონალიზმის, საქმიანი ეთიკისა და სამუზეუმო სივრცისადმი პატივისცემის მაგალითი გახლდათ. ყველა დეტალი და ნიუანსი წინასწარ განხილული იყო, რითაც მათ ღირსეული პატივი მიაგეს მხატვრის ხსოვნას. მართალია, ბატონი ლეოპოლდის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა, მაგრამ ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მან შეძლო ისეთი ნამუშევრების დატოვება, რომლებსაც დღემდე აღფრთოვანებაში მოყავს მნახველი. უფლისწულის სასახლეში წარმოდგენილი ფერწერული ტილოები მეტყველებს მხატვრის შინაგან ბუნებასა და მაღალ პროფესიონალიზმზე.

აქვე, მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ვიტრინაში გამოფენილ ნივთებზე, კერძოდ დედისადმი დაწერილ წერილზე, სადაც იგრძნობა მოწიწება და პატივისცემა დედისა თუ ოჯახისადმი. ეს თითქოს ერთგვარი ანგარიშის ჩაბარების მცდელობაა უცხო, დიდ ქალაქში წასული შვილისა, რომელიც მაქსიმალურად იხარჯება იმისთვის, რომ დაეუფლოს თავის არჩეულ სპეციალობას, ასახელოს ქვეყანა თუ ოჯახი.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზატორებს შემოწირულობისათვის. მუზეუმში დაცულ ბატონი ლეოპოლდის შესანიშნავ ნამუშევრებს – “ვარძია”, “ვეფხვი”, “თამარ მეფის” და “შოთა რუსთაველის” პორტრეტებს კიდევ შეემატა ახალი ნიმუშები, რითაც უფრო გამდიდრდა და შეივსო მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდი.”-აღნიშნულია დადიანების მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოფენა გაგრძელდება 10 ივლისის ჩათვლით.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!