ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა ჩატარდა. მიმდინარე წელს, ღვთისმშობლის კვართი უკვე მეორედ გამოაბრძანეს, რაც ანაკლიაში სართაშრისო ფესტივალის- ,,კაზანტიპის” ჩატარებას უკავშირდება. დღეს, ფერიცვალოცის დღეს, დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან ლიტანიობის შემდეგ უკვე ტაძარში დააბრძანეს, სადაც წმინდა სონოდის წევრებთან ერთად ქვეყნის სხვადასხვა ეპარქიის წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან.