- ორსანტიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კესანე თორიამ და თამუნა ხაზალიამ, მასშტაბურ სასწავლო კონკურსში გაიმარჯვეს. მათ მოიპოვეს ადგილი საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 10 საუკეთესო მონაწილეს შორის.
მოსწავლეები 2026 წლის აგვისტოში გაემგზავრებიან გაერთიანებულ სამეფოში, კერძოდ კემბრიჯში, ორკვირიან სასწავლო ტურზე.
პროგრამა, რომელიც ორგანიზებულია Eduglobal-ის მიერ, მიზნად ისახავს მოსწავლეებში აკადემიური უნარების განვითარებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო გარემოსთან ინტეგრაციას.
