კახათის N1 -მა საჯარო სკოლამ ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში გასული სასწავლო წლის მანძილზე განხორციელებული ღონისძიებები შეაჯამა. პრეზენტაციები გერმანული ენის მასწავლებელმა ნონა დარასელიამ წარმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები.მათ შორის გერმანული ენის ექსპერტი სამხრეთ კავკასიაში შტეფან შატტი,ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსი გონერ პაპავა, სკოლის დირექტორი მანანა მებონია, მასწავლებლები და სხვა მოწვეული სტუმრები. გერმანიიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოსულმა მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ როგორი მრავალფეროვანი და საინტერესო იყო მათთვის ამ ქვეყნებში გატარებული დღეები. კმაყოფილებით ჰყვებოდნენ შთაბეჭდილებებს საქართველოში, ინტერნაციონალურ საზაფხულო ბანაკში ცხოვრების შესახებ კახათელი მოსწავლეები, მათი თქმით, სკოლა და ეს საერთაშორისო პროექტი მათ ეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, ევროპული განათლების მიღებაში, მეგობრების და ახალგაზრდა ადამიანისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში. ოქტომბერში კახათის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები დირექტორთან და გერმანული ენის პედაგოგთან ერთად გაემგზავრებიან გერმანიის ქალაქ ბონში, პარტნიორ სკოლასთან ერთად ერთკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების მიზნით. ვიზიტი ბონში გერმანიის მხარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების დასასრულს წარმატებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები გადასცეს