- ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარაჩავა, თავის ფეისბუქგვერდზე ფოტოს აქვეყნებს, – ვიღაცას საპირფარეშოში ფანრის ჩამრთველი მოუპარავს. ფოტოს ასეთი წარწერა აქვს:
“წვიმიანი ბნელი საღამო იყო. სასთუმალთან ილიას, აკაკის და ვაჟას ნაწერები ელაგა, იფიქრა ძილის წინ თუნდაც ერთ გვერდს წაივიკითხავ და სწორად ფიქრს ვისწავლიო. მაგრამ უმუხთლა ბედმა, ფანრის ჩამრთველი როზეტი გადამწვარიყო. სწორად ფიქრის სწავლის სურვილი იმდენად ღრმა იყო, არ დაიზარა, ლაღად მიაშურა ბოტანიკური ბაღის საპირფარეშოს, სადაც ეგულებოდა მისთვის ფრიად საჭირო ნივთი. მისია შეასრულა, განათდა… წამოწვა, აიღო წიგინი გარეკანზე წარწერით „კაცია-ადამიანი?!“ არ გადაუშლია! გადაბრუნდა და მიეცა საღათას ძილს.”
- მართლაც, “კაცია-ადამიანი?!”,-თუ ჩვენ არ გავუფრთხილდებით ჩვენს ქალაქს და საამაყო ბოტანიკურ ბაღს, არც არასდროს გვექნება ის სრულყოფილი სახით.