- 26 აპრილს, 13:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ მუსიკალურ სპექტაკლს “კატოს ნატვრას”.
“ჯადოსნური ისტორია, რომელიც პატარა კატოს გარშემო ვითარდება, თანამედროვე ოჯახების პრობლემას – ურთიერთობების უკმარისობას ეხმიანება. კატოსთვის ვერავინ იცლის, მას ხომ მხოლოდ ყურადღება და თამაში უნდა. ამიტომ ჯადოსნურ ღამეს ჩათქმული ნატვრა – “მეტი ყურადღება გამოიჩინონ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ” ჯადოსნურ რეალობად იქცევა. კატო შეხვდება დროს, ბავშვობას, შიშს, საიდუმლოებას, ღამეს, დედობრივ სიყვარულს და მათთან ერთად ცხოვრების პატარ-პატარა საიდუმლოებებს შეიცნობს. იმოგზაურეთ კატოსთან ერთად და თქვენც ჩაუთქით სურვილები, იმიტომ, რომ თუკი გულით გწამს, ნატვრა აუცილებლად აგიხდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.