ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით ემსახურება ქალაქ ზუგდიდის 475–ზე მეტ ქუჩას, ე.წ. “კარდაკარ შემოვლის” მეთოდით და საყოფაცხოვრებო ნარჩენი და ნაგავი გააქვს 18–20 ათასი კომლიდან. სამსახური სამუშაოების მიმდინარეობის პარალელურად კონტროლიორთა ჯგუფის მონაწილეობით ყოველთვიურად აწარმოებს მოსახლეობის მომსახურეობის დონისა და ხარისხის მონიტორინგს.
კერძოდ:კარდაკარ შემოვლის გზით ხდება მათი გამოკითხვა შერჩევითი მეთოდით.
გამოკითხვის შედეგად დადგენილია, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კმაყოფილია ცენტრის მუშაობით.
მადლობას ვუხდით მოსახლეობას ამ სფეროში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ურთიერთთანამშრომლობისთვის.
ფოტოებზე ასახულია კიროვისა და ჯავახიშვილის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების, ნაგავის გატანის პროცესი ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” მუშა-მოსამსახურეების მიერ.