“კანფეტების ისტორია”-დადიანების მუზეუმისა და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტი


  • დადიანების სასახლის ადმინისტარციის ინფორმაციით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო პროექტი “კანფეტების ისტორია”, დღეიდან დადიანების მუზეუმში, ხელმისაწვდომია.

უწყების ცნობით, ICOM/CECA -ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული საგანმანათლებლო პროგრამა გახლავთ.

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ, მუზეუმის ისტორიის გაცნობა ბავშვებისთვის ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვება და მისი უშუალო კონტაქტი ხელსაქმესთან.

პროექტი გათვალისწინებულია საბავშო ბაღის უფროსი ასაკის ჯგუფებისათვის და სკოლის მოსწავლეთათვის I-VI კლასის ჩათვლით.

პროგრამა მოიცავს: მუზეუმის დათვალიერებას, პროგრამის თეორიულ ნაწილს, სადაც ბავშვები მოისმენენ კანფეტების შექმნის ისტორიას და ნახავენ ვიდეო მასალას. პროგრამის პრაქტიკულ ნაწილში ბავშვები საკუთარი დიზაინით შეფუთავენ ტკბილეულს.

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 15-30 ბავშვი.

პროგრამის ხანგრძლივობაა: 60 წუთი.

პროგრამის ღირებულება: 7 ლარი (პედაგოგი ესწრება უფასოდ).

დრო: ოთხშაბათიდან, კვირის ჩათვლით. 10:00-18:00.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!