- კანადამ უკრაინას „ლეოპარდ 2“-ის პირველი ტანკი უკვე გაუგზავნა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი წერს.
“კანადა უკრაინის ხალხის გვერდით დგას და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების მომარაგებას გამარჯვებისთვის საჭირო ტექნიკით“, – წერს კანადის თავდაცვის მინისტრი.