- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა ‘’სარკმელი’’, საინფორმაციო პლატფორმამ “ჩემი მედიასახლი’’ და ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, ფოტომარათონის ‘’კადრის ფესტივალი’’ დაჯილდოვება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა.
ფესტივალზე მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოავლინა.
მარათონში თითოეულ გამარჯვებულს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
კონკურსის სამი მონაწილე საინფორმაციო პლატფორმამ “ჩემი მედიასახლი“ ვებგვერდების ნიუსრუმში ფოტოგრაფიის მიმართულებით სტაჟირებაზე მიიწვია.
საქართველოს უნივერსიტეტმა კი თავის რჩეულს შესაძლებლობა მისცა მასტერკლასი კინოაკადემიაში ფოტოგრაფიის მიმართულებით გაიაროს.
დაჯილდოვებას ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები ესწრებოდნენ.