“კადრის ფესტივალის” მონაწილეები დაჯილდოვდნენ


  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელი’’, საინფორმაციო პლატფორმამ “ჩემი მედიასახლი’’ და ზუგდიდის ბოტანიკურმა ბაღმა, ფოტომარათონის ‘’კადრის ფესტივალი’’ დაჯილდოვება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციულ შენობაში გამართა.

ფოტომარათონში ორმოცამდე ახალგაზრდა ფოტომოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. გამოვლინდა ათი ნომინანტი. მათ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციისგან სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

გასული წლის ფოტომარათონში ,,კადრის ფესტივალი 2023“ გამარჯვებულმა გაბრიელ შეროზიამ ნომინანტებს მისივე ავტორობით გამოცემული წიგნი „იმ ერთადერთის გარეშე“ უსახსოვრა.

პროექტის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის ეზოში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბენდის ‘’ზუგდიდი’’ კონცერტი გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!