იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდიან


  • დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა, ოჯახის სულადობის გათვალისწინებით, განისაზღვრება.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადები მუდმივ რეჟიმში მიიღება. მიმდინარე წელს, სააგენტომ ახალი საცხოვრებელი 1132 დევნილ ოჯახს უკვე შეუსყიდა და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!