დღეს, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა ისტორიკოსი ციცო შენგელაიას კვლევის პრეზენტაცია. კვლევის მიხედვით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის ფილა წარმოადგენს ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლს
ე.წ „ქვა ტახტს“, რომელიც წერილობით წყაროებში და ზეპირი გადმოცემებით ქვეყნის სამართლებრივი დაცვის გარანტიად გვევლინებოდა მე-17-მე-19 საუკუნეების მანძილზე. კვლევის თანახმად, სასამართლო პროცესის ადგილს წარმოადგენდა ზუგდიდის მთავრის სასახლის წინ, ცაცხვის ქვეშ არსებული „ქვატახტი“, სადაც ხდებოდა მოქალაქეთა საჩივრების სამართლებრივი განხილვა-განსჯა-ვერდიქტის გამოცხადება. ცაცხვის ხეზე კი აღესრულებოდა მართლმსაჯულება. ისტორიკოსმა ჟუნალისტებთან განმარტა, რომ ოცი წელია კვლევაზე მუშაობს და უნდა მოხდეს ისტორიული ქვის კულტურულ ძეგლად გამოცხადება და დადიანების სასახლეში დაბუნება. „როდესაც კვლევა დავიწყე, ამ ოცი წლის მანძილზე დაემატა ბევრი საინტერესო მასალა, რომელმაც განამტკიცა კვლევის მნიშვნელობა და ამით, ჩვენ, დავიწყებულ ძველს გავიხსენებთ, ახალ სიცოცხლეს ჩავბერავთ მას და ეს იქნება სამაგალითო საქართველოს სამართლის ისტორიაში“. ციცო შენგელია ამბობს, რომ ცაცხვის ხე ისტორიული მნიშვნელობისაა, სამართლებრივი ძეგლია, ასევე ვიზუალურადაც ლამაზია. ისტორიკოსის თქმით, ის 2004-2005 წლიდან მიმართავდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რათა მომხდარიყო რესტავრაცია. „მოგვეტანა ის ქვა, აღგვედგინა ტახტი, საიდანაც დადიანი ვერდიქტს აცხადებდა. ეს ვერ მოხერხდა სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ არის დრო, უპრიანია, მისი ადგილზე დაბრუნება და მისი რესტარვაცია. ეს არის ჩვენი მომავლის საქმე.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=lfop_180w0M[/embedyt]
შეხვედრაზე იმყოფებოდა ააიპ “ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორი ზვიად ქარჩავა. მისი განმარტებით, „ქვა-ტახტი“უნდა დარჩეს თავის ადგილას და იქ გახდება ტურისტული ცენტრი.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=eck7uMMIS3s[/embedyt]
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, დეპუტატმა სანდო სორდიამ განაცხადა, რომ: “საინტერესოა საკითხია ქვა-ტახტისთვის ტურისტული დანიშნულების მინიჭება და ვფიქრობ, აღნიშნული საკითხი იმსახურებს ფართო საზოგადოებაში განხილვას და შემდგომ გადაწყვეტილების მიღებას”.
დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ისტორიკოსები, ტურიზმის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციები, საკრებულოს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები.