- სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ისრაელის ელჩმა ზუგდიდის საბავშვო ბაღებს სადეზინფექციო საშუალებები გადასცა. პროექტი ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია AFAD-ის ( ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ხელმძღვანელი- მაია მიქავა) ბაზაზე მოქმედმა შალომ კლუბმა განახორციელა, რომელმაც დაფინანსება აღნიშნული ინვენტარის შესაძენად, ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო ,,მაშავისგან” მიიღო.
კოვიდ პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვანი და საჭირო ინვენტარის გადაცემის პროცესს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორ, ხათუნა თოლორაიასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და AFAD-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თAვმჯდომარე, მამუკა წიწერიამ და სსდმ ცენტრის დირექტორმა, ხათუნა თოლორაიამ საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორსა და AFAD-ის ხელმძღვანელ, მაია მიქავას, საბავშვო ბაღებში უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობისათვის და თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადეს.