ლელა ქებურია, ლევან კონჯარია, გოგიტა ბიგვავა, გიზო სტურუა, ლაშა გოგია და დომენტი /ზვიად სიჭინავა/,-ხვალ, 21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ზუგდიდელებს, ამ ადამიანებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე. შეგახსენებთ, თუ რომელი კანდიდატი, რომელი პარტიული ნიშნითა და რიგითი ნომრით იყრის კენჭს:
ლელა ქებურია,-საარჩევნო ბლოკი „ბაქრაძე-ევროპული საქართველო” -2;
ლევან კონჯარია,-საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”-5;
გოგიტა ბიგვავა, -„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”-8;
გიზო სტურუა,-საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო”- 27; (რედაქციამ მისი ფოტო ვერ მოიპოვა).
ლაშა გოგია, -„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-41;
დომენტი სიჭინავა,-საინიციატივო ჯგუფი – 42.