ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში საგანმანათლებლო ცენტრ „მარდის“ აღსაზრდელების მიერ ნაჩვენები იქნა სპექტაკლი „ირინეს ბედნიერება“ დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით. დღევანდელ სპექტაკლში საგანმანათლებლო ცენტრის 23 მოსწავლე მონაწილეობდა.
„მარდიელების“ ოც დღეში დადგმულმა სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. სპექტაკლის მიმდინარეობისას, დარბაზიდან, მოწონების შეძახილები და ოვაციები არ წყდებოდა.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=poikPCRL3TA[/embedyt]
„ზუგდიდელებს“ პედაგოგმა ესმა გაბისონიამ უთხრა, რომ ცენტრში ახლა საზაფხულო სეზონია და სპექტაკლის დადგმაში მთელი გუნდი იყო ჩართული. „მოსწავლეები ძალიან მონდომებულები იყვნენ, მაქსიმალურად იხარჯებოდნენ რეპეტიციებზე, უნდოდათ მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარმდგარიყვნენ. ვფიქრობ, მაყურებელიც არ დარჩენილა გულგრილი. სპექტაკლით ჩვენ შევეცადეთ ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე წარმოგვედგინა თავისუფლების მნიშვნელობა. ქალის ტვირთი და როლი ამ ცხოვრებაში“. შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, საგანმანათლებლო ცენტრი „მარდი,“ მომავალში, მაყურებელის წინაშე ახალი სპექტაკლით წარსდგება.