ირაკლი ღარიბაშვილი-2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასი გაიზრდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება.

“მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებას სამინისტროების დონეზე, ერთიანი ხედვა სამინისტროს არ წარუდგენია. რამდენიმე დღის წინ ფინანსთა გამოვიდა ინიციატივით და განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გავზრდით მერების ხელფასებს და პრაქტიკულად გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი, წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს. ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას, რასაც აუცილებლად მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!