ირაკლი კობახიძე – სოხუმის, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ახალი პროგრამები დაემატა


  • სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია. შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია. შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები. ჩვენი ამოცანაა, მუდმივად დაიხვეწოს შესაბამისი პროგრამები სოხუმის უნივერსიტეტში. ასევე, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს ამ რეფორმის ფარგლებში დაემატა ტურიზმის პროგრამები. ესეც არის რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგი. მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების მინისტრს იმისათვის, რომ წარმატებით ხორციელდება განათლების რეფორმა, რომელიც არის კომპლექსური, რთული პროცესი, თუმცა დღემდე ძალიან დიდი წარმატებით ვახორციელებთ შესაბამის რეფორმას და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 + 20 =

Akismet ანტისპამი