- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, თენგო ჯგუშიამ, დღეს, ბრიფინგი “ატრიუმის” შენობის წინ გამართა.
მერობის კანდიდატმა სცადა შესვლა შენობაში განთავსებულ ტოტალიზატორში, მაგრამ მას დაცვამ წინააღმდეგობა გაუწია. ჯგუშიამ, სიმბოლურად დაწვა ყალბი დოლარები და განაცხადა, რომ მისი მერობის შემთხვევაში, “ატრიუმს” დაუბრუნდება პირველადი სახე და ის ისევ გახდება კინო–თეატრი.