- პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, როგორც სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზების პუნქტებში, ისე ონლაინ პლატფორმაზე – formebi.emis.ge.
ზუგდიდში სასკოლო ფორმების რეალიზაციის მისამართი: სსიპ ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა. მისამართი: ზუგდიდი, ცოტნე დადიანის ქ.N8.
პუნქტი იმუშავებს 11:00-დან 19:00 საათამდე, შესვენება იქნება 15:00-დან 16:00 საათამდე.
ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსხცენტრის ინფორმაციით, ფორმის შესაძენად საჭირო იქნება მოსწავლის პირადი ნომერი. გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. შესაბამისი პროგრამის ბენეფიციარი მოსწავლეები ფორმას უსასყიდლოდ მიიღებენ იმავე პუნქტებში ან ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; ბენეფიციარის სტატუსი მოსწავლის პირადი ნომრით ავტომატურად გადამოწმდება.
