- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედდა მოათავსეს. მას Covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს.
“დღეს იგეგმება ამ ქალბატონის ბიოანალიზის გადაგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში“, – ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.