ინფექციურ საავადმყოფოში გადმოყვანილი 50 წლის ქალბატონის ანალიზის პასუხი დღეს იქნება ცნობილი


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, გუშინ, აფხაზეთიდან შემოყვანილი პაციენტის ბიოლოგიური მასალა გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში კვლევის მიზნით და ანალიზების პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

”  პაციენტი იმყოფებოდა მოსკოვში, ჩამოვიდა აფხაზეთში და აფხაზეთიდან გადმოყვანილ იქნა, როგორც იცით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმოფოში. როგორც წუხელ გითხარით, მასთან ერთად იყო რუსი ეროვნების მამაკაცი. ველოდებოდით  მის გადმოყვანას წუხელ, თუმცა მოხდა ისე, რომ ის გადაყვანილ იქნა, შემდეგ სოხუმის საავადმყოფოში, სადაც გადის მკურნალობას”.

ექიმ-ინფექციონისტის განცხადებით, “ინფექციურ საავადმყოფოში გვყავს სამი პაციენტი, მათ შორის ერთი დადასტურებული შემთხვევა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი არის დაკვირვების ქვეშ და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა, რომელსაც აქვს მოგზაურობის ისტორია”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!