ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ რუხიდან შემოსული დედა-შვილი თვითიზოლაციაში გადადის


  • დღეს, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სოფელ რუხიდან დედა-შვილი შეიყვანეს. საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ ყელის ტკივილი აწუხებდათ.

“დაახლოებით ორი საათის წინ, შემოყვანილ იქნა, დედა-შვილი რუხიდან და ისინი ამ წუთებში, გადიან კლინიკიდან თვითიზოლაციაში. მათ არანაირი ისტორია არ აქვთ, როგორც თავად აღნიშნავენ, სტუმარი ჰყავდათ, რომელიც 20 დღის ჩამოსული იყო თურქეთიდან. თავის დაზღვევის მიზნით, მოაკითხეს კლინიკას, გაიკეთეს ანალიზები. ამ მხრივ, არანაირი საეჭვო სიმპტომები არ ჰქონდათ. თუმცა, ისინი მაინც დარჩებიან თვითიზოლაციაში გარკვეული ვადით”,- ნათქვამია ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის მიერ მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესამსახურის ინფორმაციით, სენაკელ ახალგაზრდა ქალს, რომელიც კლინიკაში გუშინ შეიყვანეს, აღმოაჩნდა ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რის გამოც გადაყვანილ იქნა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!