- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიამ მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. დღეს, აღნიშნულ ლაბორატორიაში COVID 19-ზე PCR ტექნოლოგიით 81 პაციენტს გამოიკვლევენ. მათ შორის არიან მედიკოსებიც.
როგორც ლაბორატორიის ხელმზღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გამოიკვლევენ. “ლლაბორატორიამ სრიული დატვირთვით დაიწყო დღეიდან მუშაობა და დღეს უკვე ერთდროულად 81 პაციენტს გამოვიკვლევთ COVID 19-ზე. უკვე ადგილზეა ჩინური რეაქტივები, ამ მხრივ დაბრკოლება არ გვექნება. ხვალ სხვა პაციენტებს შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსებს გამოვიკვლევთ. ასე რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ დადებითი დინამიკა სამეგრელოში შენარჩუნებულია”-აცხადებს ლელა ქაჯაია.