- ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯაიპურში მეხის დარტყმის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი – დაშავდა.
BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 27 მოქალაქე წვიმიან ამინდში მე -12 საუკუნის კოშკზე იყო ასული და სელფს იღებდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდა იყო.
BBC წერს, რომ 2004 წლიდან დღემდე ინდოეთში, მეხის დარტყმის შედეგად, 2000-მდე ადამიანია დაღუპული.