გრიპი და სასუნთქი გზების სხვა ინფექციები ვერაფერს დაგაკლებთ, თუ ძლიერი იმუნიტეტი გექნებათ. ამიტომ გრიპის ეპიდემიისგან თავდასაცავად – იმუნიტეტის გასაძლიერებელ უებარ საშუალებას შემოგთავაზებთ. ის ახალი ენერგიითაც აგავსებთ:
ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 კგ წითელი მოცხარი, 300 გრამი ნიორი და 2 ლიმონი ქერქიანად. ყველაფერი მოათავსეთ მინის ქილაში, დაამატეთ 400 გრამი თაფლი, მოურიეთ კარგად და შედგით მაცივარში. წამალი მზად არის და მისი მიღება უკვე შეგიძლიათ რამდენიმე საათში, 2 ჩაის კოვზის ოდენობით, დილით უზმოზე და საღამოს ვახშმიდან 2 საათის შემდეგ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა.
წყარო