- ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი 5 ივლისს, ნატო-ში გაწევრიანების ოქმს ოფიციალურად ხელს მოაწერენ. აღნიშნულის შესახებ გენერალურმა მდივანმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნები შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს, უკვე მიღებულია.
ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების ოქმი 30 პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული, რათა ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება მოხდეს.
კითხვაზე, იბრძოლებს თუ არა ალიანსი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა სხვადასხვა წევრთან ერთად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „თქვენ ყოველთვის იპოვით განსხვავებებს და ჩემთვის ეს არ არის სისუსტე… ჩვენ დემოკრატიული ერები ვართ“.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წევრები ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანდნენ.
შეგახსენებთ, 29 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტის მე-2 დღეს, ნატო-მ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია.