ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს კიდევ ერთი სახელი და გვარი შეემატა: ზუგდიდელი ოთო (ოთარ) ჭითანავა არა უარყოფს, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა შეიძლება განიხილონ. შეკითხვაზე, თუ რომელი პარტიიდან მოხდება ეს, რადგამ ოთარ ჭითანავა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდა, ამბობს: “ეს რა თქმა უნდა არ იქნება “ნაციონალური მოძრაობა”. “ზუგდიდელებთან” საუბარში, ოთარ ჭითანავა აკონკრეტებს, თუ სამთავრობო პარტია შეთავაზებს მას, ის მზადაა იბრძოლოს ამ თანამდებობის დასაკავებლად.