“თქვენ საქართველოს იმედად”


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება-“თქვენ საქართველოს იმედად” გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური ბიბლიოთეკის, ასევე N2 და N3 საქალაქო ბიბლიოთეკა-ფილიალების მკითხველებმა. ღონისძიებაზე წაკითხულ იქნა 9 აპრილზე დაწერილ თხზულებათა ნაწყვეტები, ლექსები, შესრულდა მუსიკალური ნომრები.

ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკების მართვის ცენტრი, ყოველთვის აღნიშნავს 9 აპრილს და პატივს მიაგებს დაღუპულთა ხსოვნას.  „ეს დღე არის საქართველოს ტკივილიც და სიხარულიც. 9 აპრილს გამოცხადდა და აღსდგა დამოუკიდებლობა. დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ პატივის მიგება გვინდოდა 9 აპრილის დაღუპულებისთვის“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!