თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება


  • თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე დასარეგისტრირებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. განაცხადების მიღებამდე 1 დღე დარჩა. 15 ივნისამდე, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პროექტის ვებ-გვერდზე.

ამ დრომდე, მონაწილეობის სურვილი 400-მდე ბიზნესმა გამოთქვა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. რიგით მე-9 ბიზნესდაჯილდოებაზე, ფინალისტების და გამარჯვებულების ვინაობა დასკვნით ღონისძიებაზე გახდება ცნობილი და მათ, სპეციალურად პროექტისთვის შერჩეული ჟიური გამოავლენს.

წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება ბევრი საინტერესო სიახლით დაბრუნდა, მათ შორის ახალი ნომინაციით – საუკეთესო ფრილანსერი. ბიზნესებს, წელს, 5 კატეგორიაში შეუძლიათ დარეგისტრირება:

საუკეთესო პროდუქტი

  1. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
  2. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
    4. გამორჩეული როლი რეგიონში 5.საუკეთესო ფრილანსერი

გამარჯვებულებისთვის სამი კატეგორიის პრიზია დაწესებული. თითოეულ მათგანს შესაძლებლობა ექნება, საკუთარი ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე, თავად შეარჩიოს ჯილდოდან ერთ-ერთი: ახალი ვებ-გვერდი; ბრენდინგი ან საკომუნიკაციო მხარდაჭერა.

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მთავარი პარტნიორია – Visa. მხარდამჭერი – აჭარა ჯგუფი. მედიამხარდამჭერები: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 27 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!